წესები და პირობები
1.მიწოდების პირობა
1.1.EsthethicHome.ge-ს ვებ გვერდზე შეძენილ პროდუქციას მომხმარებელი მიიღებს მისთვის სასურველ მისამართზე კომპანიის კურიერის ან ქვეკონტრაქტორი საფოსტო ორგანიზაციის მეშვეობით.
1.2.მომხამრებელი მიწოდების სერვისს მიიღებს უფასოდ.
1.3.EsthethicHome.ge-ს ვებ გვერდზე სამუშაო დღის 16:00 სთ-მდე გაკეთებულ შეკვეთას თბილისსა და მის შემოგარენში მომხმარებლებს მივაწვდით მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო 16:00სთ-ს შემდგომ ან არასამუშაო დღეს გაკეთებულ შეკვეთებს - არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
1.4.რეგიონებში მიწოდება მოხდება 3 სამუშაო დღის ვადაში.
2.ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკა
2.1.მომხმარებელი უფლებამოსილია უკან დააბრუნოს EsthethicHome.ge-ზე შეძენილი ნივთი თუ სახეზე ამ პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, ხოლო სანაცვლოდ საკუთარი არჩევანით ან დაიბრუნოს უკან ასეთ ნივთში გადახდილი თანხა ან მის სანაცვლოდ მიიღოს ახალი პროდუქტი.
2.2.თუ შეძენილი პროდუქტის მოწოდება მოხდა ვებ-გვერდზე მითითებული მიწოდების ვადის დარღვევით, მომხმარებელი უფლებამოსილი უარი თქვას მის მიღებაზე და აღნიშნული დააფიქსიროს კურიერთან.
2.3.სხვა შემთხვევაში პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებლებს უფლება გაქვთ მოითხოვოთ მისი უკან დაბრუნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:
2.3.1.პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას;
2.3.2.პროდუქტი მიწოდებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;
2.3.3.პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.4.პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ, მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად, წუნდებული პროდუქტის ნაცვლად მოგაწვდით ახალ პროდუქტს, ან დავაბრუნებთ ასეთ პროდუქტში გადახდილ თანხის ოდენობას, დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში;
2.5.EsthethicHome.ge უფლებას იტოვებს უარი თქვას პროდუქტში გადახდილ თანხის უკან დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში თუ:
2.5.1.უკან დაბრუნების მოთხოვნა დაყენებულია პროდუქტის მიღებიდან 3 დღის შემდგომ;
2.5.2.პროდუქტი იყო გამოყენებული;
2.5.3.იკვეთება მომხმარებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება.
2.6.უკან დაბრუნების მოთხოვნა გამოგზავნილ უნდა იქნას ელ-ფოსტის მეშვეობით info@esthethichome.ge-ზე, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბრუნებელი პროდუქტის:
2.6.1.შეკვეთის თარიღს;
2.6.2.შეკვეთის მიღების;
2.6.3..დაბრუნების მიზეზს.
2.7.ჩვენი მხრიდან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დასაბრუნებელი პროდუქტის სურათის ელექტრონულად გამოგზავნა.